"კომედი შოუს" მსახიობ გიორგი გოცირიძეს მორიგი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - "ყველაფერი ერთმანეთზე იყო შეხორცებული მუცელში"

"კომედი შოუს" მსახიობ გიორგი გოცირიძეს მორიგი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - "ყველაფერი ერთმანეთზე იყო შეხორცებული მუცელში"

"კომედი შოუს" მსახიობ გიორგი გოცირიძეს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. მსახიობმა რამდენიმე თვის წინ უმძიმესი დაზიანებები მიიღო ავარიის შედეგად, 13 დღის განმავლობაში კომაში იყო და მრავლობითი ოპერაცია ჩაუტარდა. გუშინ კი, ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებს მუცლის ღრუს ხელახალი გახსნა დასჭირდათ. ოპერაციის შესახებ მსახიობის და, ანი გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"მეგობრებო, დასრულდა გიორგის ოპერაცია... საკმაოდ მძიმე და რთული ოპერაცია იყო, 6 საათი მიმდინარეობდა... თითქმის ყველაფერი ერთმანეთზე იყო შეხორცებული მუცელში, ერთი ორგანოს შენარჩუნება ვერ მოხერხდა.... ხელოვნურ ბადეში ჩაუსვეს მთელი მუცლის ღრუ...ხვალამდე რჩება აპარატზე ოპერაციის სირთულის გამო... ხვალ გააღვიძებენ და სიახლეებს შეგატყობინებთ..." - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მსახიობის და.

27 აპრილს, ღამით ბელიაშვილის ქუჩაზე ფეხით მიმავალ გიორგი გოცირიძეს მანქანა დაეჯახა. რამდენიმე ოპერაციისა და კომაში გატარებული ორი კვირის შემდეგ, 25 წლის მსახიობი ეტლით დაბრუნდა სამსახურში და რამდენიმე სკეტჩშიც მიიღო მონაწილეობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი