ლიზა ყენია - "სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დახურულ საღამოზე მიმიწვიეს..."

ლიზა ყენია - "სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დახურულ საღამოზე მიმიწვიეს..."

მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილმა, ლიზა ყენიამ, ბოლოს პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" სცადა ბედი და საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას ამით დაუსვა წერტილი. სამაგიეროდ ახალ ამპლუაში გამოჩნდა. ფილმ "HERO კრატიაში" ("ჰეროკრატია") პრეზიდენტის ფავორიტი მომღერალი გოგოს როლი ითამაშა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია, ზოგმა მისი პერსონაჟი მომღერალ ნინი ბადურაშვილთან გააიგივა, ზოგმა - მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან. ლიზას ამ ყველაფერზე თავისი მოსაზრება აქვს, რომელზეც "სარკესთან" საუბრობს.

- რას გვეტყვით თქვენს გმირზე, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა?

- ჩემს გმირს არ ჰყავს პროტოტიპი. გოგამ ასე მოიფიქრა, რომ დამწყებ მომღერალს ვთამაშობ.

- არადა სოციალურ ქსელში დაიწერა, ლიზა ყენიას გმირის პროტოტიპი მომღერალი ნინი ბადურაშვილიაო...

- კი, იყო ასეთი აზრიც. ზოგს ეგონა, რომ ნინი ბადურაშვილი ვითამაშე, ზოგს _ სოფო ნიჟარაძე. რეალურად არცე რთი მითამაშია. ვიმეორებ, ჩემს გმირს არ ჰყავს პროტოტიპი.

- კადრმიღმა, გადასაღებ მოედანზე მუშაობა მოგეწონათ?

- იმ კონკრეტული სერიის გადაღება, რომელშიც ვმონაწილეობ, 4 დღე გაგრძელდა. ძალიან სასიამოვნო იყო შემოქმედებით გუნდთან მუშაობა. მეგონა, რომ ამერიკაში ვიყავი ფილმის გადაღებაზე და არა - ჩვენს ქვეყანაში. ყველა საკითხი მაღალ დონეზე აქვთ გაწერილი და დალაგებული. მაყურებელი კიდევ ერთ სერიაში მიხილავს, იქაც ვმღერი.

- რეალობა როგორია, პოლიტიკური სპექტრისთვის მოწყობილ ღონისძიებებში ხშირად გიწვევენ?

- ყოფილა შემთხვევა, თუნდაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როცა ჩამოსული იყო რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი და დახურულ საღამოზე მიმიწვიეს, რამდენიმე გოგომ ვიმღერეთ. დღესაც ძირითადად პოლიტიკური სპექტრისთვის იმართება ღონისძიებები, ვიდრე უბრალოდ ხალხისთვის. აქვე ვიტყვი, რომ აპოლიტიკური ვარ. არასდროს ვაფიქსირებ ჩემს აზრს.

- ანუ ყოფილ პრეზიდენტს იცნობთ?

- არა, მას მხოლოდ შორიდან ვიცნობ.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ასევე წაიკითხეთ: ასრულებს თუ არა ლიზა ყენია ნინი ბადურაშვილის პროტოტიპს ''ჰეროკრატიაში'' - მომღერლის პირველი კომენტარი სერიალში მონაწილეობის შემდეგ

ხვალ საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებენ და ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავენ