საცხოვრებელი ბინების ფასები დაეცა

საცხოვრებელი ბინების ფასები დაეცა

ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების გასაყიდი ფასი თბილისში 1 კვადრატულ მეტრზე 400 აშშ დოლარიდან 3 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. ამის შესახებ Colliers International Georgia-ს კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, საშუალო გასაყიდმა ფასმა პირველად ბაზარზე 1 კვ. მეტრზე 596 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორად ბაზარზე გასაყიდი ფასი 1კვ. მეტრზე 560 აშშ დოლარი დაფიქსირდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი ერთეულის გასაყიდი ფასი პირველად ბაზარზე 10%-ით და მეორადზე 5%-ით დაეცა.

უძრავი ქონების აგენტი მიხეილ კობალაძე ამბობს, რომ მეორადი ბინების გაყიდვა რთულია.

"მეორადი ბინების გაყიდვა ძალიან ჭირს და თუ იყიდება ძალიან იაფად. ის ფასის ცვლილება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალაშენებულ კორპუსებს შეეხო, იმაზე ორჯერ მეტად შეეხო ძველ აშენებულებს. თუ ახალაშენებული ბინების ფასმა 10%-ით დაიკლო, ძველ აშენებულებში ფასი 15-20%-ით დაეცა. რეალურად მყიდველების 60-70% უფრო ახალ აშენებული ბინებისკენ მიდის. ძველ ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია", - ამბობს მიხეილ კობალაძე გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი