ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, უშუალოდ დღეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით - 9-14 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღეს ზოგან შესაძლებელია იწვიმოს, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13 გრადუსია მოსალოდნელი.

ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში; ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ზოგან ძლიერი - 20-25 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი; მთაში ღამით - 3-8 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი ხვალ იწვიმებს, 22-23 ოქტომბერს მაღალმთაში მოთოვს.

23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 24 ოქტომბერს კი დღისით იწვიმებს. წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.

25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. აცივდება და ტემპერატურა დაიწევს. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს და დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება. მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი