აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - სასწაულის იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციაში მიგვიღონ

აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - სასწაულის იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციაში მიგვიღონ

FIFA ვერანაირ არგუმენტს ვერ ასახელებს, რატომ მიიღო ორგანიზაციაში კოსოვო და ჩვენ არა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთში სასწაულის იმედი აქვთ, რათა ისინი მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციაში მიიღონ.

როგორც აჯინჯალი აღნიშნავს, FIFA-ს გადაწყვეტილებაში, არ მიიღოს აფხაზეთი ორგანიზაციის რიგებში, პოლიტიკური კონტექსტი ურევია, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ კოსოვოს მაგალითის გამოყენებით შესაძლებელია FIFA-მ გადაწყვეტილება შეცვალოს.

”ჩვენ ძალიან გვინდა FIFA-ში გაწევრიანება, თუმცა სამწუხაროდ ეს პროცესი ჯერჯერობით რთული და ნელია. ჩვენ ვცდილობთ და რესპუბლიკის დონეზე ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში შევიდეთ, თუმცა ყველაფერი ჯერ ნელა მიდის. ძალიან გვინდა, რომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში მოხდეს, მაგრამ გვესმის ასევე, რომ პროცესი შეიძლება ძალიან გაიწელოს. FIFA ვერანაირ არგუმენტს ვერ ასახელებს, რატომ მიიღო ორგანიზაციაში კოსოვო და ჩვენ არა. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული პოლიტიკური მომენტებია”, - განუცხადა რუსულ გამოცემა ”იზვესტიას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ქვეყანა ევროპის საფეხბურთო ასოციაციის (UEFA) და FIFA წევრი 2016 წლის მაისში გახდა. უკვე სექტემბერში კი კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი