25 ოქტომბერს თბილისში ბარმენთა ჩემპიონატი ჩატარდება

25 ოქტომბერს თბილისში ბარმენთა ჩემპიონატი ჩატარდება

25 ოქოტომბერს თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriot-ში ჩატარდება ყოველწლიური ეროვნული ბარმენთა ჩემპიონატი.

დასაწყისი 10:00, დასარული 18:30

ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას გამოცდილი პროფესესიონალი ბარმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ჩემპიონატის ეტაპები:

I ეტაპი:კლასიკური კოქტეილების დამზადება ( არსებობს მსოფლიოში ცნობილი 77 კლასიკური კოქტეილი, რომელიც აღიარებულია International Bartenders Association-ის მიერ). ბარმენები დაამზადებენ 1 კლასიკურ კოქტეილს, რომელიც შეხვდებათ ლატარიის მეშვეობით 3 ეგზემპლიარად.

II ეტაპი: საავტორო კოქტეილი: საავტორო კოქტეილი წარმოადგენს უნიკალურ, განუმეორებელ რეცეპტს რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის კონკურსანტების მიერ.

შეფასება და გამარჯვებულის დაჯილდოება:

საკონკურსო კოქტეილებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური შემდეგი პროფესიონალური კრიტერიუმების მიხედვით:

გამოვლინდება I, II და III ადგილების გამარჯვებული.

სტილი:

შეფასდება ბარმენის პრეზენტაციის სტილი, შერჩეული ჭურჭელი, აქსესუარები და ასევე ბარმენის ჩაცმულობის სტილი.

ტექნიკა:

შეფასდება ხელსაწყოების, ყინულის და სხვა ინვენტარის დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმი, მოძრაობების სიზუსტე, სამუშაო ადგილის სისუფთავე, სიზუსტე დოზირების დროს და სხვა.

დეგუსტაცია:

შეფასდება ვიზუალი, კოქტეილის დეკორი, არომატი, გემო

პრეზენტაცია:

მონაწილემ მიკროფონის მეშვეობით უნდა წარუდგინოს საავტორო კოქტეილი საკონკურსო ჟიურის

ჩემპიონატის მიზანია: გამოვლინდეს გამარჯვებული რომელიც გაემგაზვრება 7-9 ნოემბერს ქ. კიევში ბარმენთა საერთაშორისო ფესტივალზე Nemiroff Bar Camp.

ჩემპიონატის მისია: ბარმენების პროფესიული უნარების ამაღლება, გამოცდილების გაცვლა. ღონისძიების სპონსორია "ნემიროვი".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი