თავდაცვის მინისტრი კახეთში მომხდარი ავარიის ადგილზე მიემგზავრება

თავდაცვის მინისტრი კახეთში მომხდარი ავარიის ადგილზე მიემგზავრება

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კახეთში გაემგზავრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, იზორია რამდენიმე წუთში დედოფლისწყაროში იქნება, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულ სამხედროებს მოინახულებს.

მათივე ცნობით, ამ წუთებში მიემგზავრება კახეთში ასევე გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე და შტაბის შემადგენლობა.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ დამატებითი დეტალები მათთვის ცნობილი ადგილზე გახდება.

კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო ათობით - დაშავდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "კამაზის" მარკის" ავტომანქანაში, რომელიც გადატრიალდა, 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი