თბილისში სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის

თბილისში სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია - Turkmenistan Airlines, Pobeda და Dart დაიწყებს ოპერირებას, - ამის შესახებ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას“ გენერალურ მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა.

როგორც თეა ზაქარაძემ აღნიშნა, გადაყვანილი მგზავრების 90%-ზე მეტი სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის.

„ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია იწყებს რეისების შესრულებას. აქედან აღსანიშნავია Pobeda როსტოვის მიმართულებით, რადგან არის დაბალტარიფიანი. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც დაბალტარიფიანი კომპანია იწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ასევე აღსანიშნავი მიმართულებაა თურქმენეთი, რადგან ახალია და დღემდე არ ყოფილა. გარდა ამ სამისა, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები სხვა ავიაკომპანიებთან“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ, თუმცა მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი