რა მდგომარეობაში არიან ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები - გამგებლის კომენტარი

რა მდგომარეობაში არიან ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები - გამგებლის კომენტარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკა ჯანიაშვილის ინფორმაციით, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია გადაყვანილი, 7 კი - წნორში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანიაშვილმა განუცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამგებლის განმარტებით, წნორის საავადმყოფოში 7 პირის გადაყვანა მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით მოხდა.

ნიკა ჯანიაშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ,,კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა, რომლშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ.

შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

წაიკითხეთ ასევე:  თავდაცვის მინისტრი კახეთში მომხდარი ავარიის ადგილზე მიემგზავრება

კახეთში სამხედროებით სავსე "კამაზი" გადატრიალდა - გარდაცვლილია ჯარისკაცი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი