თავდაცვის მინისტრი კახეთში მომხდარი ავარიის ადგილზე ჩავიდა

თავდაცვის მინისტრი კახეთში მომხდარი ავარიის ადგილზე ჩავიდა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დედოფლისწყაროში ჩავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორია დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ეცნობა.

მინისტრი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში დაშავებული სამხედროების მონახულებასაც გეგმავს.

კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარედ, თავდაცვის სამინისტროს კუთნილი "კამაზის" მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი გარდაიცვალა, სხვები კი დაშავდნენ. დაშავებულთა ნაწილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ნაწილი კი - წნორში გადაიყვანეს. ამასთან, რამდენიმე ჯარისკაცი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თბილისში გადმოჰყავთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი