ავარიის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის თბილისის კლინიკებში ჰოსპიტალიზაცია მიმდინარეობს

ავარიის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის თბილისის კლინიკებში ჰოსპიტალიზაცია მიმდინარეობს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის თბილისის კლინიკებში ჰოსპიტალიზაცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ერთი დაშავებული, რომელსაც მენჯის ძვლის მოტეხილობა, ასევე მუცლისა და თავის ტრავმები აღენიშნება, კატასტროფის ეკიპაჟს ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავს.

კლინიკა "ტრავმატოლოგში" მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირის ჰოსპიტალიზაცია. მას თავის ტრავმა აღენიშნება. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციითვე, კლინიკები დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო სერვისებით, შეფერხების გარეშე უზრუნველყოფენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა, რომლის შედეგად 37 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი