თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ქვეითად მოსიარულე დასუფთავების ინსპექცია იმოძრავებს

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ქვეითად მოსიარულე დასუფთავების ინსპექცია იმოძრავებს

მომდევნო წლიდან თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ქვეითად მოსიარულე დასუფთავების ინსპექცია იმოძრავებს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეითად მოსიარულე დასუფთავების ინსპექცია აღიჭურვება შესაბამისი კამერით და მოქალაქეების მხრიდან ქუჩების დანაგვიანებაზე რეაგირებას მოახდენს.

"ჩვენ გვინდა შემოვიღოთ ქვეითად მოსიარულე დასუფთავების ინსპექცია, რომელიც ივლის ქუჩაში, იქნება აღჭურვილი შესაბამისი კამერით და გააკონტროლებს სისუფთავეს ქალაქში, რომ ცენტრალურ უბნებში, სადაც ტურისტები დადიან, სადაც ჩვენი მოქალაქეები დადიან, ადამიანმა სიგარეტის ნამწვი ჩააგდოს ურნაში და ქუჩა არ დაანაგვიანოს", - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, აქამდე "თბილსერვისის" მხრიდან მოქალაქეებიის დაჯარიმება არასაკმარისი რესურსის გამო ვერ ხდებოდა. დოლიძის განმარტებით, ამ დროისთვის შპს-ს სულ 10 ეკიპაჟი ჰყავს, რომელიც ძირითადად სამშენებლო კომპანიებს აჯარიმებს სამშენებლო ნარჩენების არასათანადო ადგილზე მოთავსებისთვის.

"ჩვენს სამსახურში არის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს 10 ეკიპაჟი. ეკიპაჟები დადიან ქუჩებში, თუმცა ჩვენგან ხდება კონტროლი ძირითად სამშენებლო ნარჩენზე. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ, შემდგომ ამ ნარჩენებს ყრიან სხვადასხვა ადგილებში, სადაც კანონის მიხედვით არ არის დაშვებული. ამიტომ ძირითადად ხდება მათი დაჯარიმება. ძალიან ბევრი ჯარიმა იწერება სამშენებლო კომპანიებზე", - აღნიშნა დოლიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი