ავარიის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ავარიის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრებმა მოინახულეს. დავით სერგეენკო ადგილზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან ერთად მივიდა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.

ამ დროისთვის დედოფლისწყაროს რაიონული კლინიკიდან ინგოროყვას კლინიკაში 3 პაციენტია ჰოსპიტალიზებული.

დავით სერგეენკოს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

,,გადმოყვანილია ორი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ორივე მათგანი რეანიმაციურ განყოფილებაში საჭიროებს მკურნალობას. პირველადი გამოკვლევებით გამოკვეთილია დაზიანებები, რომელიც საშიში არ არის. კიდევ ერთი პაციენტი გადმოვა იგივე კლინიკაში და მიმდინარეობს სამი პაციენტის შეფასება, მათ გადმოყვანასთან დაკავშირებით. დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს ყველნაირი დახმარება გაეწიათ დედოფლისწყაროსა და წნორის კლინიკებში",- განაცხადა დავით სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი