როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში - სინოპტიკოსების პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში - სინოპტიკოსების პროგნოზი

ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში; ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ზოგან ძლიერი - 20-25 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი; მთაში ღამით - 3-8 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღეს იწვიმებს, 22-23 ოქტომბერს მაღალმთაში მოთოვს.

23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 24 ოქტომბერს კი დღისით იწვიმებს. წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.

25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. აცივდება და ტემპერატურა დაიწევს. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს და დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება. მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი