კოსტავას გამზირზე ყვითელი მიკროავტობუსი ბორდიულს შეეჯახა - ფოტოები ადგილიდან

კოსტავას გამზირზე ყვითელი მიკროავტობუსი ბორდიულს შეეჯახა - ფოტოები ადგილიდან

თბილისში, კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, ყვითელი მიკროავტობუსი მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიულს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება ოთხმა მგზავრმა მიიღო. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება.

ხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი