ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ სამხედროს 24 ოქტომბერს ნინოწმინდაში დაკრძალავენ

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ სამხედროს 24 ოქტომბერს ნინოწმინდაში დაკრძალავენ

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ სამხედროს აკოპ მალხასიანს 24 ოქტომბერს სოფელ ნინოწმინდაში დაკრძალავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სამინისტრო სრულად დაფარავს.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მწუხარება გამოთქვა, რიგით აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო და ოჯახს დახმარება აღუთქვა.

სამინისტროს ინფორმაციით, აკოპ მალხასიანს სოფელ ნინოწმინდაში ორშაბათს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახში ამ დროისთვის იმყოფება ლოგისტიკის სარდლობა და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, გუშინ "კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ნაწილი გორის ჰოსპიტალში, ნაწილი კი თბილისში არიან მოთავსებულები.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი