მერაბ მეტრეველი და გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრის" ეთერში ბრუნდება

მერაბ მეტრეველი და გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრის" ეთერში ბრუნდება

დღეიდან, 24 ოქტომბრიდან რადიო "პალიტრას" უბრუნდება მერაბ მეტრეველი საავტორო გადაცემით "რეზიუმე". ყოველ სამუშაო დღეს 18:30 საათზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად წამყვანი აქტუალურ თემებს განიხილავს, მოისმენთ მოვლენების ანალიზსა და შეფასებებს.

"პირველ რიგში მინდა გითხრათ, მოხარული ვარ, რომ ვუბრუნდები რადიო "პალიტრას" გადაცემით "რეზიუმე". ეს გადაცემა ყველასთვის კარგად ნაცნობია და მოხარული ვარ, რომ ისევ მეძლევა შესაძლებლობა დავუბრუნდე რადიო "პალიტრასა" და "რეზიუმეს" ერთგულ მსმენელს.

ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემა. იქნება ძირითადად ერთი ერთზე ინტერვიუ რესპოდენტთან, დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. შევეცდებით, რომ საინტერესო სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელიც იმ დროისთვის იქნება აქტუალური და მნიშვნელოვანი", - აღნიშნავს წამყვანი.

მერაბ მეტრეველი და გადაცემა" რეზიუმე" კარგად ნაცნობია რადიო "პალიტრას" აუდიტორიისთვის. უსმინეთ "რეზიუმეს" მერაბ მეტრეველთან ერთად ყოველ სამუშაო დღეს, 18:30 საათზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი