იღებება თუ არა შავი პური? - "ფეისბუქზე" ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ "ლიტვური საცხობი" განცხადებას ავრცელებს

იღებება თუ არა შავი პური? - "ფეისბუქზე" ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ "ლიტვური საცხობი" განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელმა ირმა გორაშვილმა ლიტვური შავი პურის ფოტოები გამოაქვეყნა, წარწერით:

"ესეც მაღალი "ტექნოლოგიებით დამზადებული" ლიტვური შავი პური, სულ არ არის შეღებილი ვინმემ დათაგეთ მათი გვერდი რა".

პოსტს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები "ლიტვურ საცხობს" მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებდნენ. "ფეისბუქზე" შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ "ლიტვურმა საცხობმა" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ პური არ იღებება და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

"გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენი პროდუქციის თითოეულ მომხმარებელს და გულშემატკივარს, იმ კომენტარებისა და გამოხმაურებისთვის რაც ამ ორი დღის განმავლობაში მივიღეთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ლიტვურს ბევრი მეგობარი ჰყავს.

რა თქმა უნდა, ლიტვური პური არ იღებება! არ შეღებილა და არც შეიღებება, ხარისხი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ადამიანური ფაქტორით გამოწვეულმა "შემთხვევამ", წარმოების პროცესში ე.წ. ცომის საჭრელ დანადგარში, თეთრი და რუხი ცომის ერთმანეთთან შერევამ და მზა პროდუქტში ორფეროვანი შიგთავსის წარმოქმნამ, მომხმარებლებში გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. პროფესიონალის თვალი მარტივად შენიშნავდა გამომწვევ მიზეზს, მაგრამ მომხმარებელთა ნაწილისთვის მსგავსი ფერთა სხვაობა ასოცირდება შეღებილ პროდუქტთან.

იმის დასტურად, რომ "ლიტვური საცხობის" პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ნაწარმია, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი მოთხოვნის შესაბამისად და ნებისმიერ კვლევით ცენტრში კვლავ გავაკეთოთ პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზი.

რაც შეეხება ჩვენი პროდუქტის ფალსიფიკაციას, მცდელობები ყოველთვის იყო და მიმდინარე ეტაპზეც "ლიტვურ საცხობს" აქვს საქმე სასამართლოში ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენი პროდუქტის მომხმარებლებს ერთგულებისა და თანადგომისთვის, ჩვენთვის ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და ყოველთვის მზად ვართ კომუნიკაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი