თბილისის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტებით ივლის

თბილისის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტებით ივლის

დედაქალაქის მერია "თბილისი-მარათონთან" დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეცვლილ მარშრუტებზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს "თბილისი-მარათონთან" დაკავშირებით 07:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დრობით შეცვლილი მარშრუტებით ივლის.

კერძოდ, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩის ნაცვლად, სვლას გააგრძელებენ 300 არაგველის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით.

კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბოლო გაჩერება ამაღლების ქუჩაზე იქნება.

ვაკე-საბურთალოდან და სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მელიქიშვილის ქუჩიდან ფილარმონასთან ჩაუხვევენ კოსტავას ქუჩაზე და გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე.

ხეთაგუროვისა და ჩიტაიას ქუჩებიდან სადგურისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი