ვინ არის აჭარელი ქალი, რომლის როკ-ენ-როლმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

ვინ არის აჭარელი ქალი, რომლის როკ-ენ-როლმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

მისმა შესრულებულმა როკ-ენ-როლმა მართლაც მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საზოგადოება აღფრთოვანებაში მოიყვანა ქალბატონის არა მხოლოდ ენერგიულად შესრულებულმა საცეკვაო ილეთებმა, არამედ საოცრად პოზიტიურმა და სიხარულიანმა განწყობამ.

იხილეთ ვიდეო

ვინაიდან, ფაქტობრივად, თინეიჯერებთან ერთად ცეკვავდა, ყველამ რატომღაც მიიჩნია რომ მასწავლებელი იყო. "კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა მოეძებნა ეს ქალბატონი და თქვენთვის გაეცნო. როგორც გაირკვა როკ-ენ-როლის მოცეკვავე 46 წლის ლამარა ხოროიშვილია, რომელიც აჭარაში ცხოვრობს.

ლამარა ხოროიშვილი:

- ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი და ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ როკ-ენ-როლმა ისე გამიტაცა, ცეკვა ჩემით ვისწავლე და დღემდე სადაც საშუალება მეძლევა, გატაცებით ვცეკვავ, ძალიან მიყვარს. სამარშრუტო ტაქსშიც, რომ ვიჯდე და როკ-ენ-როლი ჩართონ, მაკანკალებს ცეკვის სურვილისგან და ლამის ადგილზე ავცეკვდები ხოლმე...

- სად არის ეს ცეკვა გადაღებული, რომელიც ყველამ ვნახეთ?

- ჩემი ქმრის ბიძაშვილის შვილის ქორწილი იყო. ჩვენთან აჭარაში ასეთი წესია, ქორწილის მეორე დღეს სტუმრებს ტორტზე ეპატიჟებიან, მე და ჩემი მეუღლეც დაგვპატიჟეს. ზოგადად, მხიარულება და ახალგაზრდებთან ერთად ხალისი ძალიან მიყვარს, უკვე ყველაფერი ჰქონდათ ნაცეკვი (ქართული ცეკვები, თანამედროვეები, "პაპიტოზეც" იცეკვეს), ჰოდა, თამადას ვთხოვე როკ-ენ-როლს ვიცეკვებ-მეთქი და ვიცეკვე ის, რაც ყველამ ნახეთ. სხავთა შორის, ისე მოეწონათ, რომ მერე სხვა მუსიკა აღარც დაუკრავთ, ყველას უნდოდა ჩემთან ეცეკვა, იძულებული გავხდი სუფრიდან გავპარულიყავი. ეს ვიდეო გადაიღო ერთმა კარგმა ბიჭმა, რომელსაც "ფეისბუკზე"დაუდია, მე კომპიუტერიც არ მაქვს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი