ტურიზმი საქართველოში - პასუხი ყველაფერზე, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე გაინტერესებთ

ტურიზმი საქართველოში - პასუხი ყველაფერზე, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე გაინტერესებთ

როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, იზრდება თუ მცირდება ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში, რას აკეთებს ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად და შიდა ტურიზმის განსავითარებლად, რა მდგომარეობაშია ქვეყანაში ტურისტული ადგილები, ინფრასტრუქტურა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები - ამ საკითხებზე დასმულ შკითხვებზე პასუხს ყველა დაინტერესებული მაყურებელი ღია ეთერში მიიღებს!

28 ოქტომბერს, დაუსვი კითხვა გიორგი ჩოგოვაძეს! საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაყურებლის კითხვებს პალიტრანიუსის ეთერში უპასუხებს!

"ჩემი კითხვა" - ეს არის "Palitranews"-ის ინოვაციური პროექტი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა 10 კითხვა პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღია ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

როგორ დავსვა კითხვა?

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.

ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,

ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge

ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Skype-ში. Palitra.news

პარასკევს, 28 ოქტომბერს თქვენს კითხვებს გიორგი ჩოგოვაძე უპასუხებს! ჰკითხე, რაც გინდა!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი