სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლო - სტუმ­რად ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თ­ვე­ლებ­თან

სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლო - სტუმ­რად ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თ­ვე­ლებ­თან

ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თ­ვე­ლებ­ზე ბევ­რი რამ თქმუ­ლა, მაგ­რამ ამ სა­ო­ცარ ხალ­ხ­ზე ლა­პა­რა­კი მა­ინც უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა... ყვე­ლა, ვინც კი ერ­თხელ მა­ინც ჩა­სუ­ლა ფე­რე­ი­დან­ში, გა­ო­ცე­ბუ­ლი რჩე­ბა, რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა 400 წლის წინ, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სახ­ლე­ბულ­მა ერ­თ­მა მუ­ჭა ხალ­ხ­მა მშობ­ლი­უ­რი ენა, ქარ­თუ­ლი სუ­ლი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი - ეს დღემ­დე ამო­უხ­ს­ნელ ამო­ცა­ნად რჩე­ბა. პო­ე­ტი მი­ხე­ილ ღა­ნი­შაშ­ვი­ლი ახ­ლა­ხან იყო ფე­რე­ი­დან­ში და იქა­ურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე დი­დი გა­ტა­ცე­ბით ჰყვე­ბა.

უჟა­მო ჟა­მის მსხვერ­პ­ლ­ნი

- ყვე­ლამ ვი­ცით, რომ XVII სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში, შაჰ-აბას I-ის ლაშ­ქ­რო­ბე­ბის შე­დე­გად, თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი კა­ხე­თი გა­ნად­გურ­და, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი შაჰ­მა ირან­ში გა­და­ა­სახ­ლა. ირა­ნე­ლებ­მა მა­შინ 300 ათა­სი ქარ­თ­ვე­ლი წა­იყ­ვა­ნეს ტყვედ რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ, ასე­ვე - სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. ქარ­თ­ვე­ლე­ბის გარ­და, შაჰ-აბას­მა ირან­ში სხვა ერე­ბიც ჩა­ა­სახ­ლა, მათ შო­რის: თურ­ქე­ბი, ბახ­ტი­ა­რე­ბი, სომ­ხე­ბი და სხვე­ბი. ქარ­თ­ვე­ლე­ბი ფე­რე­ი­დან­ში ჩა­ა­სახ­ლეს - ეს არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ირა­ნის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე­ობს - იქ, სა­დაც ად­რე ირა­ნის დე­და­ქა­ლა­ქი ის­პა­ჰა­ნი იყო. ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ შაჰ-აბა­სი ტყვედ წაყ­ვა­ნილ ხალხს თა­ვი­სი ქა­ლა­ქე­ბის ირ­გ­ვ­ლივ ასახ­ლებ­და და ცოცხალ სა­საზღ­ვ­რო კედ­ლებს ქმნი­და. სწო­რედ ასე­თი, ორ­მა­გი და სამ­მა­გი ცოცხა­ლი `გა­ლავ­ნე­ბი~ აქვს შე­მოვ­ლე­ბუ­ლი ირა­ნის სა­ხელ­მ­წი­ფოს. შა­ჰი ერ­თ­გ­ვარ ბუ­ფერს ქმნი­და, რომ­ლი­თაც თა­ვის ხალხს სხვა ქვეყ­ნე­ბის თავ­დას­ხ­მე­ბის­გან იცავ­და, რად­გან ძლე­ვა­მო­სილ ირან­საც ჰყავ­და მო­სის­ხ­ლე მტრე­ბი. შაჰ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცო­და ქარ­თ­ვე­ლი მებ­რ­ძო­ლე­ბის ფა­სი. სწო­რედ ამ ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბი­სა და უჟა­მო ჟა­მის დროს, 300 ათა­სი ქარ­თ­ვე­ლი ჩა­ა­სახ­ლეს ფე­რე­ი­დან­ში. ეს არის ხრი­ო­კი, უდაბ­ნო ად­გი­ლი. გუ­ლი და­გეწ­ვე­ბათ, რომ წარ­მო­იდ­გენთ, თავ­და­პირ­ვე­ლად რო­გორ ად­გი­ლას მო­უხ­დათ ქარ­თ­ვე­ლებს და­სახ­ლე­ბა. თუმ­ცა, დღეს ფე­რე­ი­და­ნი ასე­თი აღარ არის. იქ მცე­ნა­რე­ე­ბიც ხა­რობს, სიმ­წ­ვა­ნეც გხვდე­ბათ და ცხოვ­რე­ბაც დუღს, რაც ქარ­თ­ვე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

პა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შვი­ლე­ბი

- ქარ­თ­ვე­ლებ­მა ფე­რე­ი­დან­ში პა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო შექ­მ­ნეს: ქა­ლა­ქებს, სოფ­ლებს, მთებ­სა თუ მდი­ნა­რე­ებს, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ - ყვე­ლა­ფერს ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი და­არ­ქ­ვეს. მარ­ტყო­ფი, ჩუ­ღუ­რე­თი, ვაშ­ლო­ვა­ნი, შუ­ამ­თა, ცი­ხემ­თა - ეს მა­თი საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბია. `ჩონ პა­ტა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ჩი ვცხოვ­რობთ~, - ამ­ბო­ბენ ისი­ნი. სხვა­თა შო­რის, მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბა ძა­ლი­ან მო­გა­გო­ნებთ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთი­ა­ნე­თის მკვიდ­რ­თა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მო­ხე­ვე­ე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბას. ისე­თი ქარ­თუ­ლით გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, გა­ოც­დე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მა­თი სა­სა­უბ­რო ენა ძვე­ლი ქარ­თუ­ლია. ეს არის `ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბი­სა~ და ქარ­თუ­ლი აგი­ოგ­რა­ფი­ის გმირ­თა მეტყ­ვე­ლე­ბა. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბი, ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, ორ­ჯერ უკე­თე­სი ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან, ამ სიტყ­ვის სა­უ­კე­თე­სო გა­გე­ბით. რომ დაგ­ვი­ნა­ხავ­დ­ნენ, 20-25 წლის ბი­ჭე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, გვეხ­ვე­ოდ­ნენ, ცრემლს ღვრიდ­ნენ და გვე­კითხე­ბოდ­ნენ, - ჩვე­ნი სამ­შობ­ლო რო­გორ არი­სო? ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭი მო­ვი­და, ცრემ­ლებს ვერ მა­ლავ­და და მთე­ლი სხე­უ­ლით კან­კა­ლებ­და. ქარ­თუ­ლად მშვე­ნივ­რად და­მე­ლა­პა­რა­კა და რომ ვკითხე, - სა­ი­დან იცი ასე­თი ქარ­თუ­ლი-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: ინ­ტერ­ნე­ტით ვსწავ­ლობ. ჩემ­მა ცოლ­მა და ბავ­შ­ვებ­მაც იცი­ან ქარ­თუ­ლი, ისი­ნიც ინ­ტერ­ნე­ტით სწავ­ლო­ბე­ნო. ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბი რე­ა­ლუ­რად იცა­ვენ თა­ვი­ანთ ქარ­თ­ვე­ლო­ბას უმ­კაც­რეს გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში კი­დევ უფ­რო მკაც­რი იყო. სწო­რედ ასე შეძ­ლეს, რომ შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი ენაც შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ და ტრა­დი­ცი­ე­ბიც. მარ­თა­ლია, რწმე­ნა ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რე­ბი იქ არ არის, მაგ­რამ მო­წი­წე­ბა მა­მა­პა­პუ­რი რწმე­ნის მი­მართ მა­ინც იგ­რ­ძ­ნო­ბა: სო­ფელ ახ­ჩა­ში ერ­თი ად­გი­ლი გვიჩ­ვე­ნეს, სა­დაც ად­რე ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა, ახ­ლა კი, ქვე­ბის გრო­ვა დაგ­ვ­ხ­ვ­და. გვითხ­რეს, - ეკ­ლე­სია და­ინ­გ­რა, მაგ­რამ ეს ქვა თა­ვის ოჯახ­ში არა­ვინ წა­ი­ღოო. ეს მა­შინ, რო­ცა ქვა ირან­ში საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს და ძა­ლი­ან ძნე­ლი სა­შოვ­ნე­ლია. ვი­საც სახ­ლის აშე­ნე­ბა უნ­და, ქვა­ში დი­დი ფუ­ლი უნ­და გა­და­ი­ხა­დოს, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბი ხე­ლუხ­ლებ­ლად და­ტო­ვეს.

მარ­ტყო­ფი - ფე­რე­იდ­ნის გუ­ლი

- ფე­რე­იდ­ნის ცენ­ტ­რია მარ­ტყო­ფი, რო­მელ­საც სპარ­სუ­ლად ფე­რე­ი­დან-შაჰ­რი ჰქვია. ეს იქ ყვე­ლა­ზე დი­დი ქა­ლა­ქია, სა­დაც 15 ათა­სამ­დე ოჯა­ხი ცხოვ­რობს. მარ­ტყო­ფი სუფ­თა, მოვ­ლი­ლი და კოპ­წია ქა­ლა­ქია. ამ ქა­ლაქ­შიც და ირან­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ცხოვ­რობს. ისი­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბენ: ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, კულ­ტუ­რა­ში, ბიზ­ნეს­ში, პო­ლი­ტი­კა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტი ქარ­თ­ვე­ლი მარ­ტყოფ­შია. იქ ყვე­ლა­ზე კარ­გად არის შე­ნა­ხუ­ლი ქარ­თუ­ლი ენა. ქუ­ჩა­ში რომ მი­დი­ხარ, მო­სახ­ლე­ო­ბის 90 პრო­ცენ­ტი ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს. ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბი ბა­ნი­ან სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ - და­ახ­ლო­ე­ბით ისეთ­ში, რო­გო­რიც მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხეთ­შია. თუმ­ცა, ახ­ლა იქ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ვი­ლე­ბი და კო­ტე­ჯე­ბიც ხში­რად გვხვდე­ბა. ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი­დან ბევ­რი ცხოვ­რობს შეძ­ლე­ბუ­ლად, მაგ­რამ არის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ღა­რი­ბია. ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კა იქ ძა­ლი­ან კარ­გად არის შე­ნა­ხუ­ლი. ზო­გი­ერთ ფე­რე­იდ­ნელს რომ შე­ხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა გე­გო­ნოთ, რომ ნამ­დ­ვი­ლი კა­ხე­ლი კა­ცი გი­ყუ­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბო­ლო ხა­ნებ­ში შე­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი მომ­რავ­ლ­და, ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბი მა­ინც ცდი­ლო­ბენ, ცო­ლად ქარ­თ­ვე­ლი მო­იყ­ვა­ნონ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ბევ­რი ფე­რე­იდ­ნე­ლი ჩა­მო­დის. ჩვენ რომ ირა­ნე­ლებს ვე­ძა­ხით, ხში­რად იქა­უ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბია არი­ან და ძა­ლი­ან სწყინთ, რო­დე­საც სპარ­სე­ლებს ვე­ძა­ხით. ჩვენ­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლა, რომ სამ­შობ­ლოს­თან კავ­ში­რი არ გავ­წყ­ვი­ტოთ და ქარ­თუ­ლი ენა ვის­წავ­ლო­თო, - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

ფე­რე­იდ­ნე­ლი ქა­ლე­ბი ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი