უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში ავარიის პრევენციის მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 კილომეტრების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატეკცილის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის I კვარტლის, დიდი დიღომის I მიკრორაიონის, სოფელ დიღომის, დიდგორის, სარაჯიშვილის, იასამნის, ონიანის, ლუბლიანას, ჩაჩავას, ჭიაურელის, დავარის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი