თელავის მერიამ ცხრაასწლოვანი ჭადრის ხის რეაბილიტაცია დაიწყო

თელავის მერიამ ცხრაასწლოვანი ჭადრის ხის რეაბილიტაცია დაიწყო

თელავის მერიამ ცხრაასწლოვანი ჭარდრის ხის რეაბილიტაცია დაიწყო. თელავის პარტნიორ ქალაქ ბიბერახიდან ხის მომვლელი დეტლეფ კოხი სპეციალურად რვასაუკუნოვანი ხისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩამოვიდა.

მისი თქმით, დიდი პატივია ასეთი უძველესი ისტორიის მატარებელ ხესთან მუშაობა და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ ასი წელი გაძლოს და ის სახე შეუნარჩუნდეს, რომელიც დღესდრეობით აქვს.

თელავის სავიზიტო ბარათად ქცეული რვაასწლიანი ჭადრის მკურნალობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ხემ ხმობა დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე კი მას რამოდენიმე გამოკვლევა ჩაუტარდა და გერმანულ მხარესთან ერთად რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამა დაიწერა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი