აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე გახდა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე გახდა. მან განმეორებითი ფარული კენჭისყრის დროს მაუწყებლის ბორდის ოთხი წევრიდან სამის ხმა მოიპოვა.

პირველი კენჭისყრის დროს ნათია კაპანაძეს ორი ხმა ჰქონდა, გიორგი მოისწრაფიშვილს - ერთი, ხოლო ერთი ხმა გაბათილდა. როგორც ნათია კაპანაძემ განაცხადა, არხის რეორგანიზაციას არ გეგმავს და მისი მიზანია მაუწყებლის განვითარება.

"ჩემი ძირითადი აქცენტი არის პროგრესი, ანუ იმის გაგრძელება, რაც უკვე დაიწყო, ოღონდ სწრაფი ნაბიჯებით და განვითარებაზე ორიენტირებული ხედვით. რაც შეეხება რეორგანიზაციას, ამ ეტაპზე არ განიხილება ეს პროცესი. პირიქით, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ბევრნი და ძლიერები გავხდებით და უფრო მეტად შევძლებთ იმ გამოწვევებზე პასუხის გაცემას, რაც დღეს გვაქვს და გვექნება სამი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

ნათია კაპანაძე დირექტორის პოსტზე საქმიანობას 21 დეკემბრიდან შეუდგება და აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამჟამად არხს სოსო სტურუა ხელმძღვანელობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი