"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან"- "კრწანისში" გარდაცვლილის მამა საპროტესტო აქციით იმუქრება

"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან"- "კრწანისში" გარდაცვლილის მამა საპროტესტო აქციით იმუქრება

"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან", - ამის შესახებ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მოკლული გიორგი შენგელიას მამამ რომან შენგელიამ გუშინ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

გარდაცვლილის მამის თქმით, ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მისივე განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ. რომან შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება, გარდაცვლილის სხეულს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.

"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან. ხვალ დილამდე ველოდები რეზულტატს, ამის შემდგომ მე თვითონ გავიტან ცხედარს სახალხოდ, ზუგდიდის ცენტრში და ვანახებ მაგათ თუ ვინ დამიდგება გვერდით. სხვა გზა არ დამრჩა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. 03:30 საათზე დაიღუპა ბავშვი და 07:30-ზე იპოვეს. როცა უნდათ, მაშინ ყველაფერს 5 წუთში ნახულობენ. ჩემს მეორე შვილს დაანებონ თავი, ის ერთი დამრჩა. ერთი შვილი მომიკლეს და ახლა ცდილობენ მეორეს "უჩალიჩონ" რაღაც. ჩემს შვილთან საუბარი გუშინ მქონდა. მან მითხრა, რომ გიგა გოგოებთან იყო წასული. ამის მერე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, არ ვიცი სად არის. ჩემს შვილს რამე რომ მოუვიდეს, ან თვითონ უწიოს თავის თავს, ყველაფერზე წავალ. არაფერი მაქვს დასაკარგი", - განაცხადა გუშინ რომან შენგელიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი