პირველი თოვლი თბილისში

პირველი თოვლი თბილისში

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. წყნეთში დილიდან თოვს, ამის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს წყნეთის მაცხოვრებლები ფეისბუქზე ავრცელებენ.

თოვს წავკისსა და კოჯორშიც. ასევე პირველი თოვლი მოვიდა კახეთის ზოგიერთ რაიონში. თოვს მარნეულსა და ახალქალაქშიც.

იხილეთ ვიდეო| როგორ გამოიყურება დათოვლილი წყნეთი

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში იუწყებოდნენ, 25-26 ოქტომბერს თბილისში მოსალოდნელია ნალექი და ნისლი, დედაქალაქის შემოგარენში კი არ არის გამორიცხული თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კერძოდ, საუბარია წყნეთზე, კოჯორსა და ოქროყანაზე. ასევე, შესაძლოა თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კახეთის ზოგიერთ რაიონშიც.

დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი.

ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით +10 +15, აღმოსავლეთში +2 +7, თბილისში კი +6 გრადუსი იქნება.

26 ოქტომბერს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10 +15, აღმოსავლეთში +2 +6, თბილისში კი, +4 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები გამოდარებას 27 ოქტომბრიდან ელოდებიან.

ფოტოებზე წავკისი და წყნეთი (გია თედორაძე, დალი ცანავა)

In pictures: Autumn snow in Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი