როდიდან ამოქმედდება ახალი რეგულაციები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე

როდიდან ამოქმედდება ახალი რეგულაციები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე

ავტომობილების დილერებისა და იმპორტიორებისთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ახალი რეგულაციების ამოქმედება ახალი წლიდან იგეგმება. სახელდება ორი სავარაუდო თარიღი - 1 იანვარი და 1 მარტი.

ამის ფონზე, იმპორტიორები ცდილობენ მიმდინარე წელსვე მოასწრონ ავტომობილების იმპორტი, რადგან ვარაუდობენ, რომ მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა მანქანების გაძვირებას და მათზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს.

მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვაზე საუბარი საქართველოში 2015 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1 იანვარს ასახელებდა. კანონპროექტის ავტორები დღესაც იმედოვნებენ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მოძრაობას განტვირთავს და უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს.

"მთელ საქართველოში ინფრასტრუქტურა მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის არის დაგეგმილი და ამ დროს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა არ უნდა იზრდებოდეს", - ასეთი გახლდათ კანონპროექტის ავტორთა არგუმენტები. დღესდღეობით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა როგორც "ეკოტრანსპორტცენტრის" ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე აცხადებს, ალბათ ამ საკითხს ახალი პარლამენტი გადაწყვეტს წგანაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი