ბოლო 5 წელიწადში ქონება 10 000-მდე ოჯახს გაუყიდეს

ბოლო 5 წელიწადში ქონება 10 000-მდე ოჯახს გაუყიდეს

კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 2015 წელს 1410 ერთეული შეადგინა.

2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით კი, სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს" მიერ სულ რეალიზებული იყო 9378 უძრავი ქონება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ვალის გამო სხვადასხვა ტიპის ქონების იძულებით გასხვისება მოუწია. დღესდღეობით მოვალეთა რეესტრში 178 500-მდე ჩანაწერია.

საქართველოში ქონებადაკარგულთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. მართალია, ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა უძრავი ქონება, არ არსებობს, თუმცა მოვალეთა რეესტრში არსებული ჩანაწერების რაოდენობა, რომელიც მუდმივად მზარდია, იმაზე მიუთითებს, რომ ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დღესაც ბევრი ადამიანია.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ამჟამად სულ 178 500-მდე ჩანაწერია. არსებული მონაცემებით, მესაკუთრეები აღსრულებაზე გადაცემული ქონების მხოლოდ 20-25%-ის შენარჩუნებას ახერხებენ. ამის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსს" აღსრულების საკითხზე მომუშავე ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აცნობა. მათივე ინფორმაციით, 100-დან მხოლოდ 20-30 ადამიანი თუ ახერხებს დროებით მაინც დაიხსნას ქონება აღმასრულებლებისგან. შესაბამისად, პრობლემური ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან უმრავლესობას უკვე დაკარგული აქვს საკუთრება, ეს იქნება უძრავი თუ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება იძულებით აუქციონის წესით რეალიზებულ ბინებს და მიწებს. 2015 წელს ქონება 1410-მა ადამიანმა დაკარგა, 2014 წელს იძულებით გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობამ 1721 ერთეული შეადგინა. 2013-ში კი ქონება 1946 ადამიანს ჩამოართვეს, 2012-ში - 1953-ს, 2011 წელს კი - 1850 ოჯახს გაუყიდეს უძრავი ქონება იძულებით აუქციონის წესით. სულ 2011-15 წლებში უძრავი ქონება 9 378-მა ოჯახმა დაკარგა  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი