რეალური საფრთხე, რომელსაც ბავშვთა საფენები შეიცავს - საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის

რეალური საფრთხე, რომელსაც ბავშვთა საფენები შეიცავს - საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის

"ორი შვილის დედა გახლავართ. უფროსს ჩვეულებრივ ვახმარდი სხვადასხვა ფირმის საფენებს, პატარასთან კი, რომელიც ახლა 3 თვისაა, ძალიან გამიჭირდა საფენის შერჩევა. რატომღაც, ძალიან ალერგიულია საფენების მიმართ. ამ საკითხზე თქვენს საიტზეც წავიკითხე ბევრი ინფორმაცია და ვნახე, რომ ზოგიერთი საფენი არც ისე უვნებელ ნივთიერებებს შეიცავს. სულ ცოტა ხნის წინ ვიყიდე ახალი ბრენდის საფენი - "კომილი". მასზე არაფერი ვიცი რეალურად, თუმცა ბავშვის კანმა ნორმალურად მიიღო. იქნებ ამ ახალი ფირმის საფენზე მომცეთ ინფორმაცია და ზოგადად საფენების მავნებლობაზეც" - ლიკა, 28 წლის.

ეს წერილი მკითხველმა გამოგვიგზავნა და გადავწყვიტეთ, მიგვეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, და თან გაგვეზიარებინა თქვენთვის.

დღეს ბავშვის გაზრდა საფენის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ერთჯერადი საფენების წყალობითაა, რომ დედებს ღამეების თენება და დღე და ღამ რეცხვა-უთოობა არ უწევთ. საბავშვო საფენებმა დედა დიდი შრომისგან გაათავისუფლა, თუმცა კომფორტს თავისი ნაკლოვანებებიც ახლავს.

ბოლო დროს ხშირად გამოთქვამენ საფენების მიმართ უნდობლობას. განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ იმ მავნე ნივთიერებებზე, რომლებისგანაც შედგები ბავშვების საფენები.

მაგალითად, ცნობილია, რომ ერთი ცალი საფენის ბოლო ფენის დასამზადებლად უხეში გათვლებით, საჭიროა ერთი ჭიქა ნავთობი.

მომდევნო ფენა ქლორით დამუშავებული ცელულოზაა, რომელშიც სუპერმშთანთქმელი ფხვნილია მოთავსებული.

რაც შეეხება ძირითად ფენას, რომელიც ბავშვის კანის სიმშრალეს უზრუნველყოფს. აი, მისი შემადგენლობა:

1. Sodium Polyacrylate Crystals - გამჭვირვალე გელი-აბსორბენტი, რომელიც სითხეს იწოვს. ეს ტოქსიკური პოლიმერია, რომელიც ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. სხვათა შორის, მისი გამოყენება 80-იან წლებში ქალის ჰიგიენურ საფენებში აკრძალეს. ბავშვზე მისი ზემოქმედება კი საგანგებო კვლევის საგანი არ გამხდარა.

2. პლასტიკატის მემბრანა იდეალურ პირობებს ქმნის ანაერობული ბაქტერიების გასამრავლებლად.

3. Dioxins - ერთ-ერთი საშიში ტოქსინი. დიოქსიდთან სისტემატური კონტაქტი ბევრი რისკის წინაშე აყენებს ორგანიზმს.

4. Xylene, ethylbenzene - საფენებში ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს. ახასიათებს ნეიროტოქსიკური ზემოქმედება და დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი