„არსებობს ეჭვი, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულს ათეთრებენ“

„არსებობს ეჭვი, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულს ათეთრებენ“

სავალუტო ჯიხურები, რომლებსაც ცოტა მომხმარებელი ჰყავთ, შესაძლოა ფულს ათეთრებდნენ.

ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ კუკულაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე” ისაუბრა.

როგორც ზურაბ კუკულაძემ ”საქმეში” განაცხადა, ორგანიზაციამ 4-5 წლის წინ დაიწყო ამ საკითხის კვლევა.

”ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ სავალუტო ჯიხურების მიერ ფულის გადახურდავებისას დაწესებული მაღალი საკომისიოების მიღმა სულ სხვა ინტერესი იმალებოდა. ვფიქრობთ, რომ მომხმარებელის შეცდომაში შეყვანა არ არის დიდი ფინანსური ინტერესის მატარებელი ამ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ამ სავალუტო ჯიხურებსიმდენად ცოტა მომხმარებელი ჰყავთ, რომ გაცილებით ნაკლები ბრუნვა აქვთ, ვიდრე კეთილსინდისიერად მომუშავე ჯიხურებს. ჩვენ ექსპერიმენტიც ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ერთ-ერთ ასეთ ჯიხურში დღის განმავლობაში მხოლოდ 2-3 მომხმარებელმა გადაახურდავა ფული. ბუნებრივია, რომ ასეთი რაოდენობის კლიენტებზე მუშაობა მათი ინტერესი არ უნდა იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს სულ სხვა რაღაცასთან. ჩემი აზრით, ეს არის ფულის გათეთრების ერთ-ერთი კარგი ხერხი.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი