,,სილიკონ ველი თბილისის’’ საერთაშორისო სკოლა ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობას იწყებს

,,სილიკონ ველი თბილისის’’ საერთაშორისო სკოლა ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობას იწყებს

,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში არსებულ საერთაშორისო სკოლასა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება ,,წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის’’ მასწავლებელთა გადამზადება, ასევე მოსწავლეთა ინგლისური ენის სწავლების პროცესში კემბრიჯის სასწავლო სისტემის დანერგვა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ინგლისური ენა გაძლიერებულად, კემბრიჯის გამოცდის პროგრამით შეისწავლონ, ისინი ასევე შეძლებენ, სკოლაშივე, ადგილიდან გაუსვლელად ჩააბარონ კემბრიჯის სასერთიფიკაციო გამოცდები და შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მიიღონ.

მოსწავლეები ენის ცოდნის მიხედვით გადანაწილდებიან ჯგუფებში, რაც ხელს შეუწყობს მათი ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლება იქნება შედეგზე ორიენტირებული, მოსწავლისთვის უფრო სახალისო და ეფექტური აქტივობებით დატვირთული“, - აღნიშნავს წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორი მაკა მახარობლიძე.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ,,სილიკონ ველი თბილისის’’ საერთაშრისო სკოლის პედაგოგთა 6-თვიანი გადამაზადების კურსს. კურსის მიზანია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, უახლესი მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და რესურსების გაცნობა , ინგლისური ენის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით. პედაგოგთა მიერ მიღებული ინფორმაციის სასწავლო პროცესში დანერგვის მონიტორინგს კი ბრიტანელი ექსპერტები განახორციელებენ.

ბრიტანეთის საბჭოს დირექტორის ზაზა ფურცელაძის თქმით, ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება საბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„პროგრამა საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისკენ არის მიმართული. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი აქტივობა, მათ შორის სკოლის მასწავლებელთა შორის ტრენერთა გადამზადება. კიდევ ერთი კომპონენტი მასწავლებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებაა, რომელიც ონლაინ და პირისპირ ტრენინგებს მოიაზრებს. მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცემათ იმუშაონ, როგორც ადგილობრივ, ისე ბრიტანეთიდან სპეციალურად ამ მიზნით ჩამოსულ ექსპერტებთან“, - აღნიშნავს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე.

პროგრამის ფარგლებში მოხდება თანამედროვე რუსურსების (როგორც IT, ისე ბეჭდური მასალის) და უახლესი ინტერაქტიული აქტივობების გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც დადებითად აისახება ,,სილიკონ ველი თბილისის’’ საერთაშორისო სკოლის მოსწავლეთა ენის ცოდნაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი