37 წლის ქართველი ლოტბარი მძიმე დაავადებას ემსხვერპლა: "ძალინ დააკლდება ქართულ კულტურას..."

37 წლის ქართველი ლოტბარი მძიმე დაავადებას ემსხვერპლა: "ძალინ დააკლდება ქართულ კულტურას..."

25 ოქტომბერს ახალგაზრდა ლოტბარი, კომპოზიტორი და დირიჟორი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა. 37 წლის მუსიკოსი ანსამბლ "ქალდეას" დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ასევე ანსამბლ "იმერის" წევრი და ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო.

ზვიად ბერიაშვილს ოთხი თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მეგობრების და ახლობლების ფინანსური დახმარებით მუსიკოსი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა რამდენიმეთვიანმა მკურნალობამ, სამწუხაროდ შედეგი არ გამოიღო.

იხილეთ ვიდეო| როგორ აცილებენ მეგობრები ზვიად ბერიაშვილს აეროპორტიდან თურქეთში

ფოლკლორული მუსიკის მოყვარულები და ხელოვანები ტკივილით იხსენებენ მუდამ მომღიმარ, კეთილ და საოცარი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ზვიად ბერიაშვილს:

"ჩვენი ზვიადი.... უფალმა გაანათლოს შენი სული ზვიად... გვიყვარხარ და გვეყვარები მუდამ, მადლობა თითოეული წუთისთვის რაც ჩვენთან ერთად გაატარე, ბევრი სითბოსა და სიკეთისთვის.. მადლობა ღმერთს რომ ვიცნობდი შენნაირ კეთილ, ნიჭიერ და მშრომელ ადამიანს. ძალიან დამწყდა გული... ძალიან... ჩვენ ვილოცებთ შენთვის..." - წერს მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი.

"დღეს ჩვენი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა! უნიჭიერესი, გემოვნებიანი მოუსიკოსი, ლოტბარი, რეგენტი, დირჟორი, ენთუზიასტი, პედაგოგი, მომღერალი, მგალობელი, მოღვაწე და ამ ყველაფერზე დიდი - ერთგული მეგობარი. ძალინ დააკლდება მისი შემოქმედება ქართულ კულტურას!" - ვკითხულობთ ფოლკლორულ ანსამბლ "შავნაბადას" გვერდზე.

"გარდაიცვალა ჩვენი, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, მგალობელი, ლოტბარი, კლასიკოსი, შემოქმედი, ოჯახისა და მეგობრების მოსიყვარულე, უდიდესი ხელოვანი, უნიჭიერესი კაცი! პიროვნება, რომელმაც შეძლო 37 წლის ასაკში ეპოქის შექმნა! ადამიანი, რომელმაც შეძლო თავისი სიტყვის თქმა მუსიკალურ სამყაროში! ხელოვანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული სიმერისა და გალობის განვითარებაში!

უტკბილესი ოჯახის პატრონი! ზვიად ბერიაშვილი, უბრალოდ ჩვენი ზვიადი! გენაცვალე ძმაო იქ, სადაც შენი სული დაიმკვიდრებს სამუდამო სამყოფელს!" - სოსო ერქომაიშვილი, მომღერალი.

ზვიად ბერიაშვილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა. მისი ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. როგორც "ფორტუნა" წერს, ოჯახმა გარკვეული მიზეზების გამო ბინა დაკარგა. ახლა ისინი მარტყოფში ცხოვრობენ… ახალგაზრდა მუსიკოსი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავისი ცოლ-შვილის ბედს ძალიან განიცდიდა. ზვიადის მეგობრებს იმედი აქვთ, რომ საზოგადოება გულთან ახლოს მიიტანს გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახის გასაჭირს და დაეხმარება მას.

მოქმედებს სპეციალური ნომერი "ბილაინისა" და "მაგთის" აბონენტებისთვის: 0901701125

ასევე თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი შემდეგ ანგარიშზე:

GE65TB7143245061100022

მიმღები: თამარ ლეჟავა (მეუღლე)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი