ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის - საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის - საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით რომში, საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23 მოქმედებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

26 ოქტომბერს, ცენტრალურ იტალიაში (მარკეს რეგიონი), ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 5.4 და 6.2 მაგნიტუდა შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

მათივე ცნობით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა იტალიის შესაბამის სამსახურებთან.

იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქალაქ რომში, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი