ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ერთი დღე კონსულტანტად

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ერთი დღე კონსულტანტად

ძილში მაღვიძარას ზარი ჩამესმის. ჩემი ადგომის დროა. სამსახურში უნდა წავიდე… უცბად მახსენდება, რომ დღეს ჩვეულებრივი სამუშაო დღე არ მელოდება და ისეთი შეგრძნება მიპყრობს, როგორიც გამოცდაზე შესვლის წინ მეუფლებოდა ხოლმე…

დღეს, სპეციალური დავალების შესასრულებლად მივდივარ და ჩემთვის აქამდე უცნობი როლის მორგება მომიწევს: ერთი დღე სუპერმარკეტში კონსულტანტად უნდა ვიმუშაო…

ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე, რადგან ყველაზე მეტად სიახლეები და თავგადასავლები მიყვარს. გადავწყვიტე, ჩემი პროფესია უფრო საინტერესო გავხადო და პერიოდულად, სხვადასხვა პროფესია – ერთი დღით მოვირგო.

ხშირად მინდება-ხოლმე, მოვლენებს განსხვავებული კუთხიდან შევხედო. მაღაზიებსა და მარკეტებში მომუშავე კონსულტანტების მომსახურებაზე, ბევრი განსხვავებული აზრი მომისმენია. ზოგს მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ზოგი კი პირიქით, კონკრეტულ მაღაზიაში ხშირად იმიტომ შედის, რომ მომუშავე პერსონალს ეჩვევა და შინაურული დამოკიდებულება უჩნდება მათ მიმართ. პირადად მე, ძალიან მაინტერესებს რეალური სურათის დანახვა და ახლა, სწორედ ამის გარკვევის საშუალება მომეცა.

ეს ჩემი პირველი ჟურნალისტური ექსპერიმენტია, რომელიც "ნიკორას" სუპერმარკეტში უნდა განვახორციელო. თავი ისე უნდა მოვაჩვენო ყველას, როგორც პროფესიონალმა კონსულტანტმა და გავიგო, როგორია კონსულტანტის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე.

მე ვიცი, რომ ხშირად, ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით გვეჩვენება. ჩვენ ბევრ ნიუანსებს ვერ ვხედავთ და დასკვნებიც ზედაპირულად გამოგვაქვს. მე კი ვეცდები, "შიდა სამზარეულოში" ჩავიხედო. ჩემი წინადადება განიხილეს და დამთანხმდნენ. მე კი ცოტა ეჭვები მიპყრობს, რომ არ მაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება და თავს ვერ გავართმევ ამოცანას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვრისკავ და მივდივარ…

ვეცდები თანმიმდევრობით მოგიყვეთ ყველაფერი, რაც ამ დღეს გადამხდა თავს და სხვა კუთხიდან დაგანახოთ ადგილი, სადაც ალბათ ყველა ადამიანს, თითქმის ყოველდღე გვიწევს შევლა.

დილის 09:00 სთ.

"ნიკორას" ყველაზე ძველ ფილიალში შევდივარ, რომელიც უკვე 17 წელია მუშაობს და მენეჯერს ვხვდები. თბილი და შინაურული გარემო მხვდება. უმეტესობა აქ ძველი თანამშრომელია, რომლებიც წლებია ამ ფილიალში მუშაობენ. მენეჯერი მოკლე ინსტრუქტაჟს მიტარებს. ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო: მე წინსაფარს ვიკეთებ, თავზე კეპს ვიხურავ და ხორცეულის მაცივართან ვდგები… ოღონდ იმ მხრიდან, საიდანაც აქამდე არასოდეს ვმდგარვარ.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი