ტყემალი, რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი და ჭოპორტის პომიდორი - ახალი "ბრენდები" საქართველოდან

 ტყემალი, რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი და ჭოპორტის პომიდორი - ახალი "ბრენდები" საქართველოდან

რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი და ჭოპორტის პომიდორი პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების სიაშია.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული არეალის სახელი, რომელიც ისეთი პროდუქტის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ არის განპირობებული ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი (ხშირად უნიკალური) გარემო პირობებით (ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი). გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5 ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს და სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით.

ამ დროისთვის გამოვლენილია 130-მდე პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელთა შორის ჩამოთვლილებს გარდა არის: კოლხური თხილი, ლაგოდეხის საზამთრო, კოლხური დაფნა, ხელვაჩაურის მანდარინი, ტაბაწყურის სტაფილო, მარნეულის საადრეო კარტოფილი და სხვ.

საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვადი პროდუქტების გამოვლენას, მათ ინვენტარიზაციას, სპეციფიკაციების დადგენას და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას საქპატენტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ "ორიჯინ-ჯორჯია" უზრუნველყოფს.

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილია. ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 40-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართულ ექსპორტზე გადის.

გეოგრაფიული აღნიშვნების საკითხი, ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ გამართულ კონფერენციაზე - "ბრენდინგის სტრატეგიები" განიხილება. კონფერენციის მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს გაეცნონ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე.

ღონისძიებას 120-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი ესწრება საქართველოს ყველა რეგიონიდან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი