როგორი შეიძლება იყოს "მომავლის თბილისი"

როგორი შეიძლება იყოს "მომავლის თბილისი"

საცობები, ჰაერის დაბინძურების დონის მატება, გარემოს დაცვის საკითხები - ეს ის პრობლემებია, რაზეც დედაქალაქში ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, თბილისის მერიამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა სამსახურებმა არაერთი პროექტის ამოქმედება დააანონსეს, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, თბილისის იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვლება.

Allnews.ge გთავაზობთ პროექტების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც ახლო მომავალშია დაგეგმილი.

ვერტიკალური პარკინგები

პირველი კონსტრუქცია მაქსიმუმ 4 თვეში დამზადდება. კონსტრუქცია 4-სექციიანი იქნება და ერთმანეთს თავზე დაედება. პირველი კონსტრუქცია 10 მანქანაზე იქნება გათვლილი.

2017 წლიდან თბილისში მყარი მუნიციპალური ნარჩენების (მმნ) გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყება. თანამედროვე ნაგავსაყრელს კომპანია, შპს. "კა დე ვე ჯორჯია" ააშენებს. მშენებლობა დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება. კომპანია სხვადასხვა ნედლეულის წარმოებას უზრუნველყობს, მათ შორის შესაძლებელია დიზელის წარმოება.

მომავალი წლის დასაწყისიდან თბილისში დასუფთავების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილემ, დავით დოლიძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად, 20 ინსპექტორი თბილისის ცენტრალურ უბნებში იმუშავებს და ნაგვის ძირს დაგდების შემთხვევაში, მოქალაქეებს პირველ ჯერზე სიტყვიერად გააფრთხილებს, შემდგომ კი დააჯარიმებს.

შემდეგი პროექტი, რომელიც თბილისს ელოდება, ველობილიკებია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი