ფასდაკლების კუპონით ნაყიდი „მჟავე“

ფასდაკლების კუპონით ნაყიდი „მჟავე“

დილით გავიღვიძე უცნაური შეგრძნებით რომ ძალიან მინდა რაიმე მჟავე. ხდება ხოლმე დილით იღვიძებ და აკვიატებული გაქვს სიმღერა, რომელიც არ იცი საიდან გაჩნდა შენს გონებაში, მაგრამ მთელი დღე მერე იმას ღიღინებ. ეს თითქოს საკმაოდ ბუნებრივი მოვლენაა, ალბათ ღამე ჩაგყვა სიზმარში, ან მოგესმა სადმე და ძილში ამოგიტივტივდა მერე, მაგრამ აი ეს მჟავე საიდან მოვიტანე ნეტა?

თბილი ლოგინიდან ძლივს გამოვძვერი და პირდაპირ სამზარეულოს მივაშურე სადაც გუშინ საღამოს მორჩენილი მანდარინი მეგულებოდა, მაგრამ სადღაა შენი მანდარინი? თურმე ჩემს დას უჭამია სულ ღამით ფილმის ყურებისას.

გარეთ რომ გამოვედი ჩემი სახლის გვერდით მდებარე ხილ-ბოსტანის მაღაზია ჯერ კიდევ დაკეტილი იყო. „ანუ მანდარინს ისევ ვერ ვიყიდი“, გავიფიქრე და დამჟავებული სახით წავედი სამსახურში.

ცხრა მთის, ცხრა ზღვის და სამი ამდენი საცობის გადალახვის შემდეგ როგორც იქნა სამსახურამდეც მივაღწია. აქ უკვე მელოდა ათასი საქმე და ათი ათასი წვრილმანი. შესვენებამდე ათასი საქმე მოვილიე და ათი ათას წვრილმან მოტოვებული სასადილოში ჩავედი, დაფაზე ჩამოწერილ მენიუში პირველი წერია: „ლობიო მწნილით“. თვალები გამინათდა, „მწნილი“!, „მჟავე“!

აქ დამგდგარი მშიერი ადამიანების რიგი როგორც იქნა გადავლახე და მზარეულს ლობიოს და მწნილის მოტანა ვთხოვე.

-ლობიოს მოგიტანთ და მწნილი უკვე გაგვითავდა.

„აი ბედის ირონია. ნეტა რანაირია ლობიო მწნილის გარეშე“. გადავწყვიტე სამსახურის გვერდით მაღაზიაში შევსულიყავი,კიტრის მწნილი მეყიდა და სამზარეულოში შემომეტანა ლობიოზე მისაყოლებლად. მაღაზიის დახლზე სულ სამი ქილა კიტრის მწნილი იდო. ერთ-ერთს ხელი დავავლე და გამყიდველს ვეკითხები:

-ეს მჟავეა ხო?

-არა მჟავე გაგვითავდა უკვე, ეგ ტკბილი კიტრის მწნილებია.

მაღაზიიდან გამწნილებული გამოვედი და გაბრაზებულ გულზე მივიღე გადაწყვეტილება საერთოდ აღარ მეჭამა საჭმელი. ცოტა ხანში ტელეფონმა დამირეკა, ყურმილიდან ჩემი მეგობრის აღტკინებული ხმა მომესმა.

-აუუუ ძაან მაგარი აქცია ვნახე ახლა ჰოთსეილზე. სუში მენიუ `Galleria Italiana`-ში ორ პერსონაზე 47 ლარად 77 ლარის ნაცვლად აზრზე ხარ? თან მე რომ მიყვარს ორაგულის წვნიანი ეგეც შედის, წითელი დრაკონის როლი, ბრინჯიანი ორაგული და კოკა კოლაც მოყვება წარმოგიდგენია? აი ძალიან მინდა და წავიდეთ რა? იქ სხვა ტიპის აქციებიც იყო, ანუ უფრო ბევრ პერსონაზეც შეგიძლია იყიდო სუში მენიუ, ჰოდა ჩვენები თუ წამოვლენ ვინმე გაარკვიე თუარადა ამას ვიყიდი და მე და შენ წავიდეთ მარტო კაი?

იმდენი ინფორმაცია მომაყარა ერთდროულად თავბრუ დამეხვა, ოღონდ ახლა გაჩუმებულიყო და სულ ერთი იყო ჩემთვის რა პასუხს ვეტყოდი. ვიცოდი, მისი გაჩუმების ერთადერთი გზა თანხმობა იყო ამიტომ დავთანხმდი, არადა რა დროს სუშია მთელი დღე მწნილზე და მჟავეზე ვფიქრობ.

-კარგი მაშინ მე ახლა ფასდაკლების კუპონს ვიყიდი ჰოთსეილზე და საღამოს „Galleria Italiana“- ში შევხვდეთ მაშინ ერთმანეთს. მითხრა ბედნიერი ხმით.

„Galleria Italiana“- ში ჰოთსეილზე ნაყიდი კუპონის კოდი მივაწოდეთ და დაჯავშნილ ადგილას დავსხედით, მალე სუშიც მოგვიტანეს. ისე მშია რომ ძალა გამოლეული ძლივს ვახერხებ სუშის მოთავსებას ჩხირებს შორის.

-აუ მართლა იცი შენ სუში რას ნიშნავს?- მეუბნება ისეთი გამომეტყველებით, ზუსტად რომ იციან ხოლმე შეკითხვაზე არას უპასუხებ და მაინც გეკითხებიან.

-არა. ვუთხარი მე.

-„მჟავეა“- დღეს წავიკითხე ინტერნეტში.

-ვერ გავიგე?- მოულოდნელობისგან ჩხირებს შორის ძლივს მოთავსებული სუში გამივარდა.

-ჰო, ძალიან საინტერესოა არა?- სუშის პირდაპირი მნიშვნელობა ყოფილა „მჟავეა“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი