ბათუმში თურქეთის საკონსულო - თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე შეფერხებაა

ბათუმში თურქეთის საკონსულო - თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე შეფერხებაა

შეფერხება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში თურქეთის საკონსულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სარფის საბაჟოზე არსებული შეფერხების საკითხის კომენტირებისას განუცხადეს.

საკონსულოს ინფორმაციით, გუშინ დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი და მის გამოსასწორებლად სპეციალისტები მუშაობენ.

"სისტემური შეფერხებაა, რაც გუშინ საღამოს დაიწყო, თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზეა ეს პრობლემა. ზოგჯერ ირთვება პროგრამა და ატარებენ მოქალაქეებს, მუშაობენ ამ პრობლემის მოგვარებაზე", - განაცხადეს საკონსულოში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, სერვერის პრობლემის გამო საზღვრის კვეთა შეფერხებულია.

"რამდენიმე წუთია, რაც თურქეთის მხარემ მცირე რაოდენობით დაიწყო მოქალაქეების შეშვება. ჰქონდათ ტექნიკური პრობლემა, თქვეს, რომ სერვერს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი. ქართველ მებაჟეებს აქვთ კონტაქტი თურქ კოლეგებთან 24 საათის განმავლობაში. როგორც მათ თურქი მებაჟეები ეუბნებიან, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრას", - აცხადებენ პრესსამსახურში.

სარფის საბაჟოზე შეფერხებულია მოქალაქეების, ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების თურქეთში გადასვლა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში მხოლოდ სატვირთო ავტომობილები შემოდის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი