უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელ ბეთანიის და სოფელ დიდების მცხოვრებლებს.

ქსელის გაუმჯობესების მიზნით გლდანში შეზღუდვა 10 საათიდან 18 საათამდე იმოქმედებს სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების აბონენტებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი