როგორ დავიცვათ თავი მობილური ტელეფონის გამოსხივებისგან - ქართველი ფიზიკოსის რჩევები

როგორ დავიცვათ თავი მობილური ტელეფონის გამოსხივებისგან - ქართველი ფიზიკოსის რჩევები

მობილური ტელეფონის გამოყენებამ 21-ე საუკუნეში მასობრივი ხასიათი მიიღო და ყოველდღიურობა ამ საკომუნიკაციო საშუალების გარეშე უკვე წარმოუდგენლად გვეჩვენება, თუმცა მისი აქტიურად გამოყენებისას ხშირად რისკებს არ ვაანალიზებთ, რომლებმაც შესაძლოა, ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოახდინოს.

იხილეთ ვიდეო

მობილური ტელეფონი, გამოყენებისას თავთან ახლო კონტაქტში იმყოფება, შესაბამისად, მისი დასხივება გარკვეულ ზეგავლენას თავის ტვინსა და კანის ქსოვილებზე ახდენს.

გამოყენებითი ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის, ვერიკო ჯელაძის თქმით, მობილურ ტელეფონს ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს ტვინსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებზე შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს. მისი თქმით, გამოყენებისას მობილური ტელეფონი ელექტრომაგნიტულ ველს წარმოქმნის, რომლის ნაწილის შთანთქმაც ადამიანის ორგანიზმში ხდება.

"ადამიანში ელექტრომაგნიტური ველის შთანთქმა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, რა მანძილზეა ტელეფონი ადამიანისგან, რა სიხშირეზე მუშაობს ის. საკომუნიკაციო მოწყობილობის დაბალ სიხშირეზე მუშაობისას, ელექტრომაგნიტური ველი ორგანიზმში უფრო მეტად აღწევს, ვიდრე მაღალი სიხშირის შემთხვევაში. გარდა ამისა, ელექტრომაგნიტური ველის შთანთქმა ადამიანის აღნაგობაზე, თავის ფორმასა და ზომაზე და ტელეფონსა და თავს შორის მოხმარებისას არსებულ მანძილზეცაა დამოკიდებული.

მაღალი სიხშირის შემთხვევაში გამოსხივების შედეგად ტემპერატურა უსაფრთხოების ზომებს აღემატება, მაგრამ ის ტვინის ნაწილებში ვერ აღწევს რადგან ძირითადად კანსა და ცხიმის ფენაზე ნაწილდება. დაბალ სიხშირეზე კი ქსოვილზე რეაქცია ნაკლებია და უფრო თავის ტვინში აღწევს", - განმარტავს ის. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი