3 მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ფინური საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო

3 მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ფინური საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო

როგორ ახერხებენ ფინელი ახალგაზრდები, რომ სკოლაში ცოტა დროს ატარებენ, სახლში ნაკლები დავალება აქვთ და მაინც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს აღწევენ? ეს კითხვა დიდი ხანია აწუხებთ იმ იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებიც თვლიან, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად მეტი უნდა იმეცადინონ სკოლასა თუ სახლში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) ამბობენ, რომ მართლაც საოცარია თუ როგორ ახერხებენ ასეთი წარმატების მიღწევას ფინელი ახალგაზრდები, რომლებიც ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების (OECD 35 ქვეყანას აერთიანებს) მოსწავლეებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებ დროს ატარებენ სკოლებში.

ფინეთში საზაფხულო არდადეგები უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოსწავლეები შუა ივლისამდე სწავლობენ, ფინეთში დასვენება 10-11 კვირა გრძელდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფინელი ბავშვები სკოლაში სწავლას 7 წლის ასაკში იწყებენ. შედეგად, Programme for International Student Assessment-ის შეფასებით, ფინეთი კითხვის დონის მაჩვენებლით მე-6 ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი - კი 23-ზე. მათემატიკის რეიტინგში ფინეთი მე-12 პოზიციას იკავებს, დიდი ბრიტანეთი - 26-ს.

"ბიბისი" ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს ავრცელებს:

1) მასწავლებლების პატივისცემა

ფინელი მასწავლებლების განცხადებით, მთავარი მარეგულირებელი არის ნდობა. მშობლები ენდობიან სკოლას, რომ ის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ბავშვებს სკოლაში ყოფნის პერიოდში საკმარის განათლებას მიაწვდის. ნდობის გარანტი მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმია. ფინეთში მასწავლებლობა ძალიან პრესტიჟულია. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი