როგორ გადავიყვანოთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე - 2 რამ, რასაც მონტაჟის დროს არ გვეუბნებიან!

როგორ გადავიყვანოთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე - 2 რამ, რასაც მონტაჟის დროს არ გვეუბნებიან!

ზამთრის დადგომასთან ერთად ხის ფანჯრებზე ხშირად აწებებენ ლენტებსა თუ სპეციალურ სათბურებს, რომლებიც სახლში ცივი ჰაერის შემოსვლას უშლის ხელს და სითბოს ინარჩუნებს. მეტალოპლასტმასის ფანჯრების დაყენების შემთხვევაში კი ეს პრობლემა მოხსნილია.

მაგრამ, ძალიან ხშირად ხელოსნები უბრალოდ დააყენებენ ფანჯარას და მისი მოხმარების შესახებ შემდგომ ინსტრუქციებს აღარ იძლევიან. კერძოდ კი, ავიწყდებათ კლიენტს გააცნონ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი.

პირველი: ფურნიტურის ყველა მოძრავ დეტალს სჭირდება რეგულარულად დაზეთვა. აღნიშნული პროცედურა სასურველია წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ჩატარდეს, უბრალო მანქანის ზეთის გამოყენებით.

მეორე: წელიწადის დროის მიხედვით აუცილებელია ფანჯრები გადავიყვანოთ ზაფხულის ან ზამთრის რეჟიმზე, რაც ჩვენ თავად ძალიან მარტივად შეგვიძლია.

როგორ ვარეგულიროთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები

რეგულირების შესაძლებლობით აღჭურვილია თითქმის ყველა თანამედროვე კონსტრუქცია. იმისათვის, რომ შევამოწმოთ, გადადის თუ არა ფურნიტურა ერთი რეჟიმიდან მეორეზე, საკმარისია დავაკვირდეთ საკეტის მიმდებარე ადგილებს და ვნახოთ, არის თუ არა იქ ე.წ. ექსცენტრიკები.

თუ მათზე დაინახავთ ოვალურ ან ექვსკუთხა ან ფიგურული სახრახნისის ფორმის ხვრელს, დარწმუნებული იყავით, რომ ამგვარ მოწყობილობას ნამდვილად აქვს ზაფხულისა და ზამთრის რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი