ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩრდილო ოსეთში: "სასიამოვნოა, როცა როგორც შინაურს, ისე გგულშემატკივრობენ"

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩრდილო ოსეთში: "სასიამოვნოა, როცა როგორც შინაურს, ისე გგულშემატკივრობენ"

რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვლადიკავკაზს ესტუმრა. როგორც Эхо Кавказа იუწყება, ქართველი მოჭიდავე ჩრდილოეთ ოსეთში დედაქალაქის ხელმძღვანელის მახარბეკ ხადარცევის მიწვევით ჩავიდა, რომელიც თავის მხრივ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ჭიდაობაში.

ქართველი სპოტსმენის თქმით, დიდი ხანია სურდა მოენახულებინა ქალაქი, სადაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი და მისი მოგვარეები ცხოვრობენ. "მე მახარბეკ ხადარცევს ვუთხარი, რომ არასდროს ვყოფილვარ ოსეთში, რის შემდეგაც მისგან მოწვევა მივიღე. ძალიან სასიამოვნო იყო ეს ვიზიტი. სასიამოვნოა, როცა მხარს გიჭერენ და როგორც შინაურს, ისე გგულშემატკივრობენ, შენდამი სითბოს იჩენენ, შენი გაცნობა სურთ" - ამბობს ხინჩეგაშვილი.

თავის მხრივ, ხადარცევმა აღნიშნა, რომ სპორტსმენებს შორის ძლიერი ძმური ურთიერთობა არსებობს, სადაც ადგილი არ აქვს უთანხმოებას პოლიტიკურ თუ ნაციონალურ საკითხებზე. ხინჩეგაშვილმა რამდენიმედღიანი სტუმრობის ფარგლებში ქალაქის დათვალიერებაც მოასწრო და ჭიდაობის აკადემიაში მასტერ-კლასიც ჩაუტარა ახალგაზრდა მოჭიდავეებს.

შეგახსენებთ, ზაფხულში, როცა ლადო ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვლადიკავკაზში გამოაკრეს ბილბორდი რუსულენოვანი წარწერით: "ხინჩაგაშვილი (ხინჩაგოვი) ვლადიმერ - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში".

წაიკითხეთ: წარწერა ვლადიკავკაზში - "ვლადიმერ ხინჩაგოვი ოლიმპიური ჩემპიონი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი