"აღნიშნული პირი უვნებლად შევიდა გვირაბში..." - რა პასუხი აქვთ თბილისის მეტროპოლიტენში თინეიჯერის ქცევაზე, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

"აღნიშნული პირი უვნებლად შევიდა გვირაბში..." - რა პასუხი აქვთ თბილისის მეტროპოლიტენში თინეიჯერის ქცევაზე, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

"ფეისბუქზე" გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული, ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. (იხილეთ ვიდეო) ვიდეოში ჩანს, როგორ ახტება არასრულწლოვანი ბიჭი მეტროს ვაგონს და გვირაბში შედის. ფაქტს არასრულწლოვანის მეგობრები ტელეფონით იღებდნენ. დადგენილია თუ არა არასრულწლოვანის ვინაობა და რა სახის სანქცია დაეკისრება მას, ამის გასარკვევად Ambebi.ge თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის უფროსს ლელა სეთურიძეს დაუკავშირდა.

- ფაქტის მოკვლევა დაწყებულია. ამის შესახებ მეტროსადგურის კონტროლის დირექტორს უკვე ვესაუბრე და ჯერჯერობით პირის იდენტიფიცირება არ მომხდარა. თბილისის მეტროპოლიტენში მუდმივად პატრულირებენ პოლიცია და ჩვენი ოპერატორები. დადგენილია, რომ აღნიშნული პირი უვნებლად შევიდა გვირაბში და არანაირი დაზიანება არ მიუღია.

- რომელ მეტროსადგურშია ვიდეო გადაღებული?

- ეს არის ვაგზლის მოედანზე მდებარე მეტროსადგურში გადაღებული ვიდეორგოლი, სადაც ყველაზე მეტი პატრული და მეტროს ოპერატორი პატრულირებს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი ვაგონს შეახტა კიბიდან, რომელიც ცოტა მოშორებულ ადგილზეა და ამიტომაც დარჩა შეუმჩნეველი შესაბამისი სამსახურისთვის. ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, დიდუბის მეტროსადგურზე, მამაკაცი ზემოდან დაახტა მეტროს ვაგონს, მაგრამ შენიშნა პატრულმა, შეწყდა მოძრაობა და პირი უვნებელი ჩამოიყვანეს.

– რა სანქციებია გათვალისწინებული მეტროპოლიტენში მოძრაობის წესების დარღვევაზე?

- ჩვენი სამსახური მუშაობს პირის იდენტიფიცირებაზე და ფაქტის შესწავლაზე. უნდა დადგინდეს ეს ახალგაზრდა არასრულწლოვანია თუ არა. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სანქციებზე, შესაძლოა, ხელფასიდან ჩამოეჭრას გარკვეული სახის ჯარიმა, ან სხვა სანქცია დაწესდეს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი