სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალზე, საპირფარეშოები განთავსდება

სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალზე, საპირფარეშოები განთავსდება

საქართველოში სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, გასაჩერებელი ადგილები შეიქმნება, სადაც საპირფარეშოები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, სველი წერტილები მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ქალაქების დონეზე.

"ჩვენი პროგრამის მიხედვით, საქართველოში სამი ძირითადი საგზაო არტერიაა - თბილისიდან - კახეთის, თბილისიდან - ყაზბეგის და თბილისიდან - დასავლეთის მიმართულებით. ყველა ამ ცენტრალურ არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტს, ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები - გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იმავე შინაარსის. იქ იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, პირველადი ამოცანაა, რომ ამ საკითხით კერძო ბიზნესი დაინტერესდეს. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ნებისმიერ კერძო პირსა თუ კომპანიას შეეძლება, რომ მთავრობისგან გარკვეული პირობებით მიწა მიღოს, რომელზეც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

"თუმცა თუ კერძო სექტორი არ აღმოჩნდება მზად ასეთი ტიპის შეთავაზებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ უკვე მთავრობის ძალისხმევით გაკეთდება ეს ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ჩოგივაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, თბილისში კულტურულად და ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში იქნება დამატებითი სველი წერტილები. ეს ადგილებია - შარდენის ქუჩის, ევროპის ხიდის მიმდებარე ტერიტორიები. ამასთან, წელსვე ამას დაემატება ძველი თბილისის კიდევ ერთი წერტილი.

"ეს არის საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომლებიც ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილებში განლაგდება", - განაცხადა ჩოგოვაძემ. მისივე თქმით, იგივე პროცესი მიმდინარეობს აჭარის რეგონშიც, სადაც ტრასებზე 8 გასაჩერებელი ადგილი გაკეთდება, რომლებიც ასევე საპირფარეშოებით იქნება აღჭურვილი.

ჩოგოვაძის განცხადებით, ეს ყველაფერი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი