გიორგი ჩოგოვაძე - საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის წელს, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი იხარჯება

გიორგი ჩოგოვაძე - საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის წელს, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი იხარჯება

საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის წელს, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი იხარჯება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" მარკეტინგული აქტივობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ის ბაზრები, რომელთა შერჩევა ხდება, როგორც მარკეტინგულად მნიშვნელოვნების, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. "წელს დაახლოებით, 22 მილიონი ლარი დაიხარჯა და ახლაც იხარჯება საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად, მარკეტინგის ფული არასდროს არის საკმარისი, რადგან ძალიან ბევრია ქვეყანა, საიდანაც შეგვიძლია ტურისტი მოვიზდოთ და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ როგორც ქვეყნები, საიდანაც გვინდა, რომ ტურისტი მოვიზიდოთ, ასევე ის მარკეტინგული არხები, თუ რაში ვხარჯავთ ჩვენ საქართველოს რეკლამირების დროს ფულს. ის ბაზრები, რომელსაც ვირჩევთ, როგორც მარკეტინგულად მნიშვნელოვნებს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთ-ერთი გახლავთ პირდაპირი ავიამიმოსვლა. ასევე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გარკვეული დონის არსებობა ამა თუ იმ ბაზარზე", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი მოიწვია საქართველოში. ამასთან, ხდება ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ჩამოყვანა საქართველოში.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი