"მსხვერპლს მორფინის სასიკვდილო დოზას უკეთებდა და მის რეაქციას მშვიდად უყურებდა" - თეთ­რ­ხა­ლა­თი­ანი მკვლელები

"მსხვერპლს მორფინის სასიკვდილო დოზას უკეთებდა და მის რეაქციას მშვიდად უყურებდა" - თეთ­რ­ხა­ლა­თი­ანი მკვლელები

ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჩა­ბეჭ­დი­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ მე­დი­ცი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მხსნე­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი მკურ­ნა­ლო­ბენ სნე­უ­ლებს, აშუ­შე­ბენ ჭრი­ლო­ბებს და ხში­რად, პა­ცი­ენ­ტებს იმ ქვეყ­ნი­და­ნაც აბ­რუ­ნე­ბენ. ამი­ტო­მაც, ადა­მი­ან­თა ნდო­ბა მათ მი­მართ, უსაზღ­ვ­როა. სამ­წუ­ხა­როდ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ნდო­ბა სულ უფ­რო იკ­ლებს. ზო­გი­ერ­თი მე­დი­კო­სი არა მარ­ტო ჰი­პოკ­რა­ტეს ფიცს არ­ღ­ვევს, არა­მედ ყვე­ლა მო­რა­ლურ თუ ადა­მი­ა­ნურ კა­ნონ­საც უგუ­ლე­ბელ­ყოფს. ამ ე.წ. თეთ­რ­ხა­ლა­თი­ან მკვლელ­თა რი­გებს თა­ვი­სი მო­წი­ნა­ვე­ე­ბი ჰყავს. ახ­ლა მათ "ტოპ­ხუ­თე­ულს" წარ­მო­გიდ­გენთ.

ექი­მი სა­ხე­ლად - სიკ­ვ­დი­ლი

სე­რი­ულ მკვლელ­თა შო­რის რე­კორ­დ­ს­მე­ნად ბრი­ტა­ნე­ლი ჰა­როლდ შიპ­მა­ნი ით­ვ­ლე­ბა, რო­მელ­საც "ე­ქი­მი-სიკ­ვ­დი­ლი" შე­არ­ქ­ვეს. 30 წლის სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კის მან­ძილ­ზე, შიპ­მან­მა 352 ადა­მი­ან­ზე მე­ტი მო­აკ­ვ­დი­ნა. ჰა­როლ­დი 1946 წლის 14 იან­ვარს, რე­ლი­გი­ურ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­და. 17 წლი­სას დე­და გარ­და­ეც­ვა­ლა. სწო­რედ მა­შინ გა­დაწყ­ვი­ტა, ექი­მი გამ­ხ­და­რი­ყო და ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნა. და­ქორ­წინ­და და ოთხი შვი­ლიც ეყო­ლა. ისე ჩან­და, თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო. მის რე­პუ­ტა­ცი­ას ჩრდი­ლი მხო­ლოდ 1974 წელს მი­ად­გა, რო­ცა ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ქურ­დო­ბა­ში ამ­ხი­ლეს. ჰა­როლ­დ­მა ამ საქ­მი­დან იოლად და­იძ­ვ­რი­ნა თა­ვი - 600 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი­ა­ნი ჯა­რი­მით. თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ, სო­ლი­დურ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ო­ბის­თ­ვის გზა გა­და­ე­კე­ტა.

შიპ­მა­ნი ოჯახ­თან ერ­თად, მან­ჩეს­ტე­რის გა­რე­უ­ბან­ში, ჰა­იდ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც კერ­ძო სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კა წა­მო­იწყო. მი­სი პა­ცი­ენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­საც სახ­ლ­ში აკითხავ­და. ის მარ­ტი­ვად, ეფექ­ტი­ა­ნად მოქ­მე­დებ­და: იმ მი­ზე­ზით, რომ სა­ჭი­რო იყო სის­ხ­ლის აღე­ბა ანა­ლი­ზის­თ­ვის ან ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის გა­კე­თე­ბა, მსხვერპლს მორ­ფი­ნის სა­სიკ­ვ­დი­ლო დო­ზას უკე­თებ­და, შემ­დეგ კი, პა­ცი­ენ­ტის რე­აქ­ცი­ას მშვი­დად ადევ­ნებ­და თვალ­ყურს. საბ­რა­ლო პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ფერს ეჭ­ვობ­დ­ნენ, ექიმს მად­ლო­ბას ღი­მი­ლით უხ­დიდ­ნენ და 5-6 წუთ­ში სი­ცოცხ­ლეს ემ­შ­ვი­დო­ბე­ბოდ­ნენ. ცი­ნიზ­მის მწვერ­ვა­ლი გახ­ლ­დათ ის, რომ შიპ­მა­ნი მსხვერ­პ­ლ­თა ნა­თე­სა­ვებს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად სამ­ძიმ­რის ბა­რა­თებს უგ­ზავ­ნი­და.

ჰა­როლ­დი მა­შინ გა­მო­აშ­კა­რავ­და, რო­ცა ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მე­რის - კეტ­ლინ გრან­დის ან­დერ­ძი გა­ა­ყალ­ბა, რო­მე­ლიც თვი­თონ­ვე მო­აკ­ვ­დი­ნა. მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა არ ირ­წ­მუ­ნა, რომ დე­დამ მას არც ერ­თი პე­ნი არ და­უ­ტო­ვა და მთე­ლი ქო­ნე­ბა (350 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი) უბ­ნის ექიმ - შიპ­მანს უან­დერ­ძა. მან და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ან­დერ­ძი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო. ამის მე­რე ექი­მით პო­ლი­ცია და­ინ­ტე­რეს­და. კრი­მი­ნა­ლის­ტ­თა მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ გაცხად­და, რომ 25 წლის მან­ძილ­ზე ექიმ­მა "სა­მუ­და­მოდ მო­არ­ჩი­ნა" 41-დან 93 წლამ­დე ასა­კის 215 პა­ცი­ენ­ტი, სა­ი­და­ნაც 171 ქა­ლი და 44 მა­მა­კა­ცი იყო. შიპ­მა­ნის ერთ-ერთ მო­ტი­ვად ან­გა­რე­ბა და­სა­ხელ­და, რად­გან ის ამ ადა­მი­ან­თა ან­დერ­ძებს აყალ­ბებ­და. 2000 წლის იან­ვარ­ში, "ე­ქიმ-სიკ­ვ­დილს" 15-ჯერ მი­ე­სა­ჯა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 1970-74 წწ-ში, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ო­ბი­სას, შიპ­მან­მა იმ ქვეყ­ნად 137 ადა­მი­ა­ნი გა­ამ­გ­ზავ­რა. ამ­გ­ვა­რად, მი­სი მსხვერ­პ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა 352-მდე გა­ი­ზარ­და.

2004 წლის 13 იან­ვარს, 58 წლის შეს­რუ­ლე­ბამ­დე ერ­თი დღით ად­რე, შიპ­მა­ნი ცი­ხის სა­კან­ში ჩა­მომ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი იპო­ვეს.

მხი­ა­რუ­ლი ჯე­ი­ნის შემ­ზა­რა­ვი ცდე­ბი ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი