"ჩემმა რძალმა პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ ფული აიღო" - გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა

"ჩემმა რძალმა პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ ფული აიღო" - გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა

გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა დარიკო ჯაში აცხადებს, რომ მისმა რძალმა სავარაუდოდ, თანხა აიღო და ჩვენებაც სწორედ ამიტომ შეცვალა.

როგორც დარიკო ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ექსპერტიზის შედეგებს და გამოძიებას წინ ვერაფერი დაუდგება და სიმართლეც შესაბამისად დადგინდება.

"სად გაექცევა წერილს, რომელიც დემურიკომ დაწერა და თქვა, რომ პოლიციელი გოდერძი მცემდა და მაშინებდაო. სად გაექცევა ექსპერტიზის პასუხს, სადაც ყველაფერი არის აღნიშნული. არ ვიცი რა დაემართა ჩემს რძალს. ის, რასაც 3 თვეა ვამტკიცებდით, ერთ დღეში რატომ გადაიფიქრა. დარწმუნებული ვარ, ჩემმა რძალმა პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ ფული აიღო", - აცხადებს დარიკო ჯაში.

დემური სტურუას დედის ნონა ჯოჯუას განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე დამნაშავე არ იყოს და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლებაზე იმყოფებოდეს.

სამტრედიაში სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი