"მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, მძღოლმა მანქანა დაძრა... ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა"

"მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, მძღოლმა მანქანა დაძრა... ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა"

ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა. სამარშრუტო ტაქსის კარში, ჩანთა ჩაჰყვა და მანქანამ რამდენიმე მეტრი ათრია. 60-ს მიღწეულმა ქალბატონმა, "მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, რომ მძღოლმა მანქანა დაძრა... სახსრები სულ დალეწილი ჰქონდა. მცირე დაზიანებად შეაფასეს ექიმებმა, მაგრამ საავადმყოფოდან გაწერიდან რამდენიმე დღეში, სახლში გარდაიცვალა.

ყველაზე მეტად შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა, რომ მსგავსი შემთხვევები, არცთუ იშვიათი ყოფილა ჩვენს ქალაქში. ეს ინფორმაცია, საავადმყოფოში, ექიმებისგან გავიგე. ამასწინათ, ახალგაზრდა გოგოს, გრძელი კაბა მოჰყოლია კარში და ხალხს ყვირილი, რომ არ მოესწრო, რამდენიმე წამში გოგონა, მანქანის ბორბლებს ქვეშ აღმოჩნდებოდა.

ანუ ზემოთ მოყვანილი ამბავი, მხოლოდ უბედური შემთხვევა არ არის. აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.

მგზავრები ვერ ვიცავთ თავს, რადგან კანონისა და სიმკაცრის არავის ეშინია და თუ, რამის თქმას გაბედავ, დარჩები გალანძღული. სულ ეს არის.

ამ ფაქტიდან, დიდი ხანი არ იყო გასული და ერთ-ერთ ე.წ მარშუტკაში, შევესწარი, როგორ უხეშად მიმართავდა მძღოლი, შუახნის ქალბატონს. ვიდრე გავაჩერებ, რატომ სწრაფად არ გადმოდიხარ კართან, შენ გელოდოო?! ქალი ხმას არ იღებდა. მძიმე ჩანთით აქეთ-იქით ეხეთქებოდა, ძლივს მიაღწია, კარამდე. მერე, ჩასვლა ძლივს მოასწრო, რომ ისეთი სისწრაფით დაძრა მძღოლმა მანქანა, კარი თავისით მიჯახუნდა. ჩემი მეგობრის უბედურება გამახსენდა.

ვერ მოვითმინე და შევეცადე, აბსოლუტურად მშვიდად, მძღოლისთვის მიმემართა: "მაპატიეთ, თქვენ გაწერილი გაქვთ რამდენ ხანში უნდა იყოთ დანიშნულების ადგილზე?! - შენღა მაკლდი რაა!? - შემომიღრინა. ბოდიში მოვუხადე და ავუხსენი, რომ პასუხი ინფორმაციისთვის მჭირდებოდა.

აგრესია ვერ შეიკავა და "შემიკურთხა", სიჩქარესაც მოუმატა. ერთი-ორ ადგილზე, ავარიული სიტუაციაც შექმნა და ასე შემდეგ... ვიდექი მე და ჩემსავით, ბევრი სხვა ბედს მინდობილი, მოლოდინით, როდის გააჩერებდა მანქანას, როდის დამშვიდდებოდა." მარშუტკიდან" ჩასვლისას, ვუთხარი, რომ აუცილებლად ვუჩივლებდი...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი